გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს:
“ახლა ვუსმინე ბოროტ ბაბუას. არ ანებებს მამაჩემს თავს. ადრე თუ ამბობდა, შეცდომაში შეიყვანესო, დღეს – გურამ შარაძეს გაახმოვანებინეს, 2004 წელს, პატრიარქის მოწამვლაო…
ვერ გაიგო და კიდევ გავიმეორებ – გურამ შარაძე სხვისი გამხმოვანებელი რომ არ იყო და სიმართლეს ამბობდა, პირველ რიგში, იცის ამ წვერებიანმა ჭინკამ!
ყველაფერთან ერთად, სულელიც ყოფილა – დაადასტურა ის, რაზეც, ამდენი წელია, მითქმა-მოთქმა არ წყდება! ამ ე.წ. მეუფეს ძალიან კი უნდა, ისრები სხვისკენ მიმართოს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – 2009 წელს, პატრიარქი ნამდვილად მოწამლეს!
ახლა მე ვეკითხები ყველას: რატომ არ შეიძლებოდა იგივე ეცადათ იქამდე და შემდგომშიც?
კიდევ უარესი – დაადასტურა ციანიდის არსებობა! თუ როგორ ახსნა, მიუნჰაუზენსაც შეშურდებოდა. შეგიძლიათ, უყუროთ და თავად დარწმუნდებით.”-წერს შარაძე.