პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულ პროექტში კვლავ ნარჩუნდება მთელი რიგი ხარვეზები, -ამის შესახებ სახალხო დამცველი საუბრობს. მისივე თქმით, ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციები გაიმართება:
“მთავარი რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში იყო, არის ის, რომ უნდა შეცვლილიყო არსებული სისტემა. პრაქტიკა, რომლითაც უკანონო მოსმენების კუთხით ადგილი ჰქონდა სამართალდამცავთა მხრიდან, ამის ადგილი აღარ უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, პარლამენტში ინიცირებული პროექტით და წარმოდგენილი მოდელით, ეს რისკები კვლავ ძალაში რჩება”, – განაცხადა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან საუბრისას.