ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პროკურორი დეკანოზის ადვოკატებს დაკითხვასთან დაკავშირებით სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები და პროკურატურის წარმომადგენლები ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფებიან.
როგორც დაწესებულებაში შესვლამდე პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, ადვოკატების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ ბრალდებულის დაკითხვა ხელოვნურად ჭიანურდება, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება.

„იმედია, დღეს მაინც გასცემს დასმულ შეკითხვებს პასუხს. ადვოკატების მხრიდან ამ თემაზე ატეხილი აჟიოტაჟი, თითქოს ჩვენ გავაჭიანურეთ დაკითხვა და აბსურდული ეჭვები, რომ შაბათ-კვირას ბრალდებულზე რაიმე ზეწოლა მოხდებოდა, მათი მხრიდან მორიგი სიცრუეა, რადგან როგორც ჩანს, ეს მათი საქმიანობის ჩვეული ფორმაა.

ეს არის უბრალოდ სპეკულაცია მათი მხრიდან, რადგან მათი მხრიდან ყოველდღიურად, მასმედიის საშუალებით, სიცრუის ტირაჟირების გარდა, არანაირი სხვა პროცესუალური შესაძლებლობა არ გააჩნიათ. თავად შეეძლოთ ბრალდებულის გამოკითხვა, რაც არ გააკეთეს. ეს ყველაფერი კი ცხადყოფს, რომ ამ თემებით სპეკულირებენ“, – აღნიშნა პროკურორმა.

მისივე თქმით, ბრალდებული ყოველ ჯერზე, სხვადასხვა მიზეზებს ასახელებდა. მათ შორის, ერთხელ გამომძიებელთან შეხვედრაზე უარიც განაცხადა.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხეშია მოთავსებული. მასთან რამდენიმე დღის წინ ხმის, ხელნაწერისა და დნმ-ის ნიმუშების ასაღებად, პროკურატურის გამომძიებლები იმყოფებოდნენ.

დეკანოზი დაკითხვა უკვე დაიწყო.

იტვირთბა....