ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამა გიორგი ზვიადაძე უარყოფს, რომ პატრიარქის ბეჭედი დაიკარგა

საპატრიარქოს პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე  უარყოფს, რომ საპატრიარქოდან პატრიარქის ბეჭედი დაიკარგა. ეს ინფორმაცია კი “იმედის დრომ” სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა, რომლის მიხედვითაც პატრიარქის ბეჭედი დაიკარგა და ის უწმინდესთან შეთანხმების გარეშე იქნა გამოყენებული.

”მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ პატრიარქის ბეჭედი არ დაკარგულა. პატრიარქს აქვს ბეჭედი, რომელიც აქვს უშუალოდ მას და არავის აქვს უფლება ამ ბეჭედზე. პატრიარქი ბეჭედს იყენებს ქონებრივი საკითხების გადაწყვეტასთან, ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით. მასზე ხელი არავის არ მიუწვდება”, – განაცხადა პროტოპრესვიტერმა გადაცემა ”იმედის დროში”.

იტვირთბა....