სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ვერ მივწვდი მარტო ყველას, ვერ გავაქრე ყველაგან ეს დაწყევლილი აფთიაქები. კიდევ ერთი ბიჭი გარდაიცვალა ფსიქოტროპული წამლების ჭარბი მიღების გამო. გული მერევა უკვე ყველაფერზე.
მარტო მე ვერაფერს ვერ ვიზამ, გადით გარეთ ხალხო და სადაც ურეცეპტოდ ფსიქოტროპულ წამალს მოგყიდიან, ან გამაგებინეთ დადასტურებული ფაქტით, ან სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკეთ, სანამ შემდეგი თქვენი შვილი იქნება“, – წერს სინჯიკაშვილი.