ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვერ ეღირსებიან-არ მივალ საკრებულოში”: დავით ნარმანია ნაზღაიძის თემაზე

თბილისის მერი დავით ნარმანია მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმის სახელზე გაცემული კომპენსაციის საკითხზე დედაქალაქის საკრებულოში მისვლას კვლავ არ აპირებს. ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა:

„ცდილობენ, რომ მაინც ჩემი ძალით მისვლა იყოს საკრებულოში, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვერ ეღირსებიან. არ მივალ საკრებულოში, იმიტომ, რომ ამ შოუს გაგრძელება არ უნდა მოყვეს. ქალაქში უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. პოლიტიკური შოუსთვის არ მცალია და ვერ ვიცლი“, – აღნიშნა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს გუშინდელი სხდომა, ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, სადაც დეპუტატები მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემულ მილიონიან ქონებაზე მსჯელობდნენ. ოპოზიცია აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა, თუმცა თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ ოპოზიციის მოთხოვნა ჩააგდო.

იტვირთბა....