ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

დღეს, ჟურნალისტ გიორგი სანაიას 42 წელი შეუსრულდებოდა

დღეს, ცნობილ ჟურნალისტ გიორგი სანაიას 42 წელი შეუსრულდებოდა. სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის გიორგი სანაიას ბურუსით მოცული მკვლელობა ამ დრომდე გამოუძიებელია, ოჯახი დარწმუნებულია, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა.

გიორგი სანაია 1975 წლის 24 თებერვალს სამეგრელოში დაიბადა. მოგვიანებით კი, საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სხვადასხვა მედია-საშუალებაში მუშაობდა. მისი ყველაზე დიდი ნაბიჯი იყო ტელესამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“. აქ გიორგი სანაია იმ დროისათვის ყველაზე პოპულარულ ტოქშოუს „ღამის კურიერს“ უძღვებოდა.

2001 წლის ივლისში, ტელევიზიით მოულოდნელად გავრცელდა ცნობა გიორგის გარდაცვალების შესახებ. გამოძიებამ ოფიციალურ ვერსიად საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა დაასახელა და პასუხისგებაში მისცა  გრიგოლ ხურცილავა, იგივე “გრიცკო”, თუმცა გამოძიების ეს ვერსია იმთავითვე ეჭვქვეშ დადგა.

მას დარჩა ცოლი და ერთი შვილი. გიორგი სანაია დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართველ ტელეწამყვანად და ერთ-ერთ საუკეთესო ჟურნალისტად.

იტვირთბა....