ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

თურქეთის პრეზიდენტი 9 მარტს რუსეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი რუსეთს ოფიციალური ვიზიტით 9 მარტს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ადასტურებს.

გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტის მონაწილეობით, ასევე დაგეგმილია რუსეთ-თურქეთის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრა. მაღალი დონის შეხვედრისას, სავარაუდოდ, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს განიხილავენ.

მანამდე, რუსეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების გამო კმაყოფილება გამოთქვეს.

იტვირთბა....