ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, სადაც  სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების და  იმ განკარგულების საკითხს განიხილავენ, რომლითაც მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახს ქონება გადაეცა.

ოპოზიცია აღნიშნული განკარგულების გაუქმებას მოითხოვენ – დეპუტატების თქმით, ქონების გადაცემა ზვიად ნაზღაიძისთვის კანონდარღვევით მოხდა და აღნიშნული კორუპციად მოიხსენიეს.

მათი ამ ბრალდებების საპასუხოდ, საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ, როგორც თავად განაცხადა, ის დოკუმენტაცია წარმოადგინა, რომელიც ოპოზიციის ბრალდებებს აქარწყლებს.

სხდომაზე დეპუტატების მხრიდან ურთიერთბრალდებები გაისხმა. დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....