ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვა ცხარე კამათის და ხმაურის ფონზე წარიმართა. კამათი საკითხის ერთ-ერთი ინიციატორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეთავაზებას მოჰყვა, რომელმაც პარლამენტს შესთავაზა, რომ პაკეტში წარდგენილი რიგით პირველი კანონპროექტი პარლამენტმა განიხილოს თავების მიხედვით, ხოლო დანარჩენი კანონპროექტები – მუხლობრივად.
ბესელიას შეთავაზებას, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაიაზიარა, საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.
პარლამენტის სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
https://youtu.be/ARaKEV63euM