ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პოლიტიკოსებს მოვუწოდებ ნატა ნაზღაიძეს ცილს ნუ სწამებენ”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე აცხადებეს, რომ ის მოსამართლე ნატა ნაზღაიძეს პირადად შეხვდა და სადავო საკითხთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასაც სრულად გაეცნო, ამიტომ ამ საქმის ირგვლივ არანაირი ეჭვები აღარ აქვს.

ის პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ  ნაზღაიძის მისამართით ცილის მწამებლურ განცხადებებს თავი დაანებონ. საბჭოს მდივანი მიიჩნევს, რომ ნაზღაიძის ოჯახის მისამართით უსაფუძვლო ბრალდებები ისმის და კანონდარღვევას გამორიცხავს.

“ადამიანი, თუ არ არის დაინტერესებული, ეჭვი არ გაუჩნდებოდა იმაში, რომ არავითარ ურთიერთობასა და ქრთამის აღებაზე აქ საუბარი არ არის. გუშინ რა დოკუმენტებზეც იყო საუბარი და რაც არის ჩამონათვალი, ყველა დოკუმენტი ნანახი მაქვს. მე შევხვდი ნატას და გამოვართვი ის დოკუმენტები.

ამიტომ ვიძახდი მე არაერთხელ, რამდენჯერმე გავუსვი ხაზი და მოვუწოდებდი პოლიტიკოსებს, რომ ადამიანს ცილს ნუ სწამებთ. ის, რასაც პოლიტიკოსების მხრიდან ადგილი ქონდა, არის ჩემი მხრიდან ამორალური,” – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

იტვირთბა....