ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბავშვი არ ვარ, რომ ემოციური განცხადებები ვაკეთო”

მამა მიქაელ ბოტკოველი გადადგომის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს. ის ცოტახნის წინ,  საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი ანდრიაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ანდრიაძემ განმარტა, რომ მდივანმა ემოციური განცხადება გააკეთა და მისი უკან დაბრუნება გამორიცხული არ არის. ბოტკოველი ამბობს, რომ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ პატრიარქისთვის არ შეუტყობინებია, შესაბამისად, არც უწმინდესის პოზიციაა მისთვის ცნობილი.

„მე ბავშვი არ ვარ, რომ ემოციურ განცხადებებს ვაკეთებდე, საკმაოდ ზრდასრული ადამიანი ვარ. მე მივიღე აბსოლუტურად გაცნობიერებული გადაწყვეტილება და მის რევიზიას არ ვაპირებ.  რა თქმა უნდა, თქვას ანდრიაძემ თავისი აზრი, შეიძლება სხვამაც გამოთქვას თავისი პოზიცია. მე გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს და მის შეცვლას აღარ ვაპირებ,“ – აცხადებს მამა მიქაელ ბოტკოველი.

შეგახსენებთ, რომ მამა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

იტვირთბა....