ტელეკომპანია „იბერიას” ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას სავარაუდოდ, ვანო კობაიძე დაიკავებს.
ტელეკომპანიის ცნობითვე, ვანო კობაიძე საბაჟოს ყოფილი თანამშრომელი და პატრიარქთან დაახლოებული პირია.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, სოსო ოხანაშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, რასაც ოხანაშვილმა სიცრუე უწოდა და სპეციალური ბრიფინგი დააანონსა, რომელიც ხვალ გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, ოხანაშვილი თანამდებობის დატოვებას აპირებს.