დეპუტატი ოთარ კახიძე საპროკურორო საბჭოს წევრი გახდა. როგორც თავად ამბობს, მისი არჩევის მიზანი საპროკურორო საბჭოში მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნის დაყენებაა.
“მთავარი საკითხი იქნება მთავარი პროკურორის პასუხსიმგებლობის საკითხის დაყენება. ირაკლი შოთაძე იყო მთავარი ფიგურა, მისი ბრიფინგით გაიხსნა ეს ვნებათაღელვა ე.წ. ციანიდის საქმეზე და მოხდა საზოგადოების დეზინფორმიერება. აგორდა კამპაია, რომ თითქოს იგემებოდა მაღალი სასულიერო პირის მკვლელობა, მინიშნებით საქართველოს პატრიარქზე.
ეს საქმე უნდა გამოიძიოს საგანგებო პროკურორმა, რომელსაც შეარჩევს საპროკურორო საბჭო. ასევე, უნდა ჩამოაშაორონ შოთაძე თანამდებობას და საგანგებო პროკურორმა საზოგადოების წინაშე ანგარიშვლადებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით უნდა ჩაატაროს ობიექტური გამოძიება,” – განაცხადა ოთარ კახიძემ.
“პროკურატურის შესახებ” კანონის მიხედვით, პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და მისი ფუნქციების ეფექტურად შესასრულებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან იქმნება დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო – საპროკურორო საბჭო. საპროკურორო საბჭო შედგება 15 წევრისაგან.
საპროკურორო საბჭოს წევრები არიან: იუსტიციის მინისტრი – საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე; საპროკურორო საბჭოს 8 წევრი, რომლებსაც ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია ამ კანონით დადგენილი წესით და რომელთა ერთი მეოთხედი მაინც განსხვავებული სქესის არის; საქართველოს პარლამენტის 2 წევრი, რომელთაგან ერთს თავის წევრთაგან ირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო მეორეს იმ პარლამენტის წევრთაგან, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობაში არ შედიან, ირჩევენ საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. საპროკურორო საბჭოს 2 წევრი, რომლებსაც საქართველოს საერთო სასამართლოების იმ მოსამართლეთაგან, რომლებსაც საერთო სასამართლოების მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება აქვთ, ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით;