ახალი ამბები მთავარი სამართალი

საპატრიარქოს პრესსპიკერის თქმით, სოსო ოხანაშვილის განცხადება ცილისმწამებლური იყო

საპატრიარქოს პრესსპიკერის, დეკანოზ დავით შარაშენიძის თქმით, პატრიარქის დაცვის უფროსის, სოსო ოხანაშვილის განცხადება ცილისმწამებლური და სიცრუით სავსე იყო.  მისი თქმით, ეს საპატრიარქოს პოზიციაა.

„მისი განცხადება იყო არასწორი, ცილისმწამებლური, სიცრუით სავსე. ამ დღეების განმავლობაში მამა მიქაელი იმყოფებოდა პატრიარქის გვერდით და შესაძლოა, სოსოც იმყოფებოდა საპატრიარქოს შენობაში, მაგრამ არ მოხდა მათი შეხვედრა და აქედან გამომდინარე, სიცრუეში ბრალის დადება არის არაკორექტული და არის აშკარა ცილისწამება“, – განაცხადა საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, გუშინ, მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა სიცრუეში დაადანაშაულა, რადგანაც მამა მიქაელმა განაცხადა, რომ გერმანიიდან პატრიარქის დაბრუნების შემდეგ, სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ გამოჩენილა.  აღნიშნული განცხადება თავად ოხანაშვილმა უარყო და განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

თავად მამა მიქაელ ბოტკოველმა კი, აღნიშნული განცხადებების შემდეგ, თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა. თუმცა პატრიარქის თანხმობის გარეშე ისინი თანამდებობებს ვერ დატოვებენ. შესაბამისად, ჯერ თანამდებობებზე რჩებიან.

იტვირთბა....