ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის მდივნის თანამდებობაზე რჩება

პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი, მიუხედავად იმისა, რომ განაცხადა, პროტესტის ნიშნად გადადგომის შესახებ, თანამდებობაზე რჩება. ამის შესახებ საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ბოტკოველს  უწმინდესთან საკუთარი გადაწყვეტილება არ შეუთანხმებია,  მდივნის დანიშვნა-გათავისუფლების საკითხს კი პატრიარქი წყვეტს.

ასევე გაუგებარია  სოსო ოხანაშვილის საკითხიც, რადგან, საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელის თქმით, პატრიარქის დაცვის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია, შესაბამისად, სამსახურის უფროსის დანიშვნა-გათავისუფლების გადაწყვეტილება უწყებამ უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ მამა მიქაელი დაცვის უფროსის სოსო ოხანაშვილის განცხადების შემდეგ გადადგა, რაც ოხანაშვილმა მას სიცრუეში დასდო ბრალი.

იტვირთბა....