ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვი, საკუთარ თავს მომავალ პატრიარქად არ მოიაზრებს, – ამის შესახებ მან „ნეტგაზეთთან“ განაცხადა.
პატრიარქის ძმისშვილის თქმით, პატრიარქის სიცოცხლეში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა ზნეობას მოკლებულია.
„მე მინდა გითხრათ, რომ საერთოდ ამ თემაზე საუბარი არის უზნეობა, როცა ცოცხალია პატრიარქი, მითუმეტეს ჩემი მხრიდან, მე მოვიაზრებ მთელ სინოდს, სინოდის ყველა წევრს ჩემს გარდა. ვთვლი, რომ მე ამ უმძიმესი ტვირთის ტარებისთვის მზად არ ვარ, ასე ვთქვათ ეს შეუძლებელია ჩემთვის. თუნდაც ჩემი ნათესაური კავშირის გამო პატრიარქთან, ვთვლი, რომ პატრიარქი არის ეპოქალური პიროვნება, მან შექმნა ეპოქა, ერთი გვარის ადამიანებიდან პატრიარქი საკმარისია ეკლესიისათვის. სხვებსაც იგივეს ვეუბნები და დღესაც იმავეს გავიმეორებ, პატრიარქის სიცოცხლეში, როცა ცოცხალი და ჯანმრთელია ადამიანი, ზნეობას მოკლებულია ამაზე ფიქრიც კი, არამცთუ საუბარი. ჩემი თავი გამორიცხულია, მე ამას პირველად ვამბობ სახალხოდ”,- განაცხადა დიმიტრი შიოლასვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.