პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა,-ინფორმაციას თავად ადასტურებს. ამის მიზეზად ის დაცვის უფროსის, სოსო ოხანაშვილის განცხადებას ასახელებს, რომელმაც ის სიცრუეში დაადანაშაულა:
“პროტესტის ნიშნად ვტოვებ საპატრიარქოს და აღარ ვარ პატრიარქის მდივანი. მე ვთქვი, რომ ის ამ დღეებში არ მინახავს საპატრიარქოში”-განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
შეგახსენებთ, რომ მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, პატრიარქის დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი, ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ საპატრიარქოში არ მისულა.
ამავდროულად, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა.
მოგვიანებით თავად სოსო ოხანაშვილმა გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მიქაელ ბოტკოველმა იცრუა და ის გერმანიიდან პატრიარქის დაბრუნების შემდეგ ყოველდღიურად ასრულებდა თავის მოვალეობას. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ბრიფინგს მოაწყობს, სადაც თავისი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრებს.