ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მამა მიქაელ ბოტკოველმა მოიტყუა”: სოსო ოხანაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=mwg4wNu69CE

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი, სოსო ოხანაშვილი, გავრცელებულ ინფორმაციაზე მისი გადადგომის შესახებ,  პირველ კომენტარს აკეთებს:

“გაცნობებთ რომ მიქაელ ბოტკოველმა იცრუა, როცა თქვა, რომ საპატრიაქოში არ ვიმყოფებოდი.  გერმანიიდან ჩამოსვლის დღიდან საპატრიარქოში ვარ და ვასრულებ ჩემ მოვალეობას. გიანონსებთ: ამ დღეებში გავმართავ ბრიფინგს და გაცნობებთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ”-განაცხადა სოსო ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან.

მან ჟურნალისტებს არ უპასუხა კითხვაზე, დატოვა თუ არა თანამდებობა.

შეგახსნებთ, რომ პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ბერლინიდან უწმინდესის დაბრუნების შემდეგ, სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ უნახავთ.

მანამდე, სოსო ოხანაშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია  ბათუმის და ლაზეთის  მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა გაავრცელა.

იტვირთბა....