უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება და საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს, რათა ე.წ ციანიდის საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდეს. მისი თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები არავის გაუმჟღავნებია და საპატრიარქოში პოლიტიკოსთა შეხვედრები სასულიერო პირებთან ჩვეულებრივი ამბავია, რადგან ეს არის ღია ინსტიტუტი.
„არავის არ გაუმჟღავნებია ჯერ მტკიცებულებები, საპატრიარქოში თუ ვინმე მიდის, საპატრიარქო არ არის დახურული ინსტიტუცია, სადაც ადამიანებს არ მიესვლებათ. ვისაც უნდა მიდის და საუბრობს იმ თემაზე რაზეც მათ სურთ და დიალოგი არაფერს არ აზიანებს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ გამოძიება რომელიც მთავარ პრკურატურას მიჰყავს, მას ჰქონდეს შესაძლებლობა ყოველგვარი ჩარევის გარეშე სიმართლე დადგინდეს. საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს საპატრიარქო ერთობლივად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ საქმეზე დადგინდეს მართლაც სად არის ჭეშმარიტება და მართლაც რა არის რეალობა,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.