პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის კურსელი, ქეთევან ჯერვალიძე საკუთარ ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს:
“კიდევ ერთხელ ქალბატონი შორენა თეთრუაშვილის შესახებ! შორენა იყო ჩემი კურსელი: ძალიან კარგი სტუდენტი, სიტყვის ერთგული, მხარში მდგომი გასაჭირში და თან ძალიან მოკრძალებული. დედამისს, დუშეთის რაიონ სოფელ ხორხიდან, სახეზე ეფინა კეთილშობილება, ჟიჟიაშვილი იყო გვარად. შორენას დედის ძმას, მათემატიკოს ჟიჟიაშვილს უწოდებდნენ უნივერსიტეტის სინდისს. ამ ოჯახიდან გამოსული. როგორ ფიქრობთ, ასე დაეცემოდა? ქალბატონ შორენას არ ჰყავს დედმამიშვილი, შესაბამისად, დისშვილები, ან ძმისშვილები, ქონებას მათთვის რომ დახარბებოდა, აღარ ჰყავს მშობლები.
9 წელი ნაცმო იყო ხელისუფლებაში და ყველა მოქალაქის საბანკო ანგარიშებს აკონტროლებდა, თუ გაქვთ ინფორმაცია და საბანკო ანგარიშები მისი, დადეთ, წავა დაეპატრონება და საქართველოს დაუტოვებს. ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, როგორც გამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლა იყო საქართველოს გასანადგურებელი ოპერაცია რუსეთისა და დასავლეთის შეთანხმოებით, ასევე თანხმობით ხდება შეტევა მის უწმინდესობაზე. რუსეთს სულაც არ აწყობს პატრიარქის ინსტიტუტი და მისი უწმინდესობა როგორც ერთადერთი გარანტი და სიმბოლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შემდეგ. ბატონებო, ეს გახლავთ სიმართლე. დანარჩენი ყველაფერი გაბუქებულია. ცუდი თუ ვინმეა, ნაცმოს შეგზავნილია, დისკრედიტაციისთვის. არადა ეკლესია-მონასტრები ყველასთვისაა: უცოდველთათვისაც, რათა არ შეცდნენ და ცოდვილთათვისაც, რათა მოინანიონ. ფაქტია, რომ “რუსთავი 2-ის” კრიახი უნისონში სულაც არ იყო და მას ლავროვის ყეფა აძლევდა ბანს”.