„მისი უწმინდესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მან ჩაფიძის კლინიკაში ან საპატიმრო დაწესებულებაში მამა გიორგი მამალაძე მოინახულოს“ , – ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მისი უწმინდესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მან ჩაფიძის კლინიკაში ან საპატიმრო დაწესებულებაში მამა გიორგი მამალაძე მოინახულოს. რაც შეეხება საკითხს მამალაძის საპატრიარქოში მოყვანასთან დაკავშირებით, მე ვიცი, რომ კანონმდებლობით არ შეიძლება. ასეთი სურვილის შემთხვევაში მე არ ვიცი, როგორ მოიქცევა მისი უწმინდესობა, მაგრამ ვიცი, რომ ეს საკითხი საპატრიარქოში არ განიხილება. სინოდის წევრებიც აცხადებენ და სახელმწიფოს თხოვნა იყო, რომ რაც შეიძლება თავი შეიკავონ საპატრიმრო დაწესებულებაში მისვლისგან მღვდელმთავრებმა“, – განაცახდა ბოტკოველმა.
კითხვაზე, რა იყო მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან თხოვნისა, რომ მღვდელმთავრებმა თავი შეიკავონ დაკავებულთან შეხვედრისგან, ბოტკოველმა უპასუხა, რომ „ალბათ, უსაფრთოება, რადგანაც ნებისმიერი რისკი გამოირიცხოს მამა გიორგისთან მიმართებაში“.
შეგახსენებთ, მამა გიორგის ინტერესების დამცველის თქმით, მამა გიორგი დაარღვევს დუმილს და ჩვენებას მისცემს.
„ჩვენ შესაბამისად, მივმართავთ შესაბამის ორგანოებს. უკვე სრულყოფილად დაიწყება მისი დაკითხვა. წაყენებულ ბრალდებას, რაც აქვს მამა გიორგის, იგი უდანაშულოდ ცნობს თავს. თუ მივა პროკურატურა იმ დასკვნამდე რომ აქ აღარ არსებობს დანაშული და კანონის შესაბამისობაში მოიყვანს ფაქტობრივ გარემოებებს, აქედან გამომდინარე, საქმის მსვლელობას, უნდობლობა ვეღარ იქნება. თუ შესაწყვეტია, უნდა შეწყდეს ეს საქმე“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რომელ საათზე მოხდება გიორგი მამალაძის დაკითხვა. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, მამა გიორგის ჩვენების მიცემამდე პატრიარქთან გასაუბრება უნდა, რადგან სურს პირველად მას გაუზიაროს დეტალები, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ პატრიარქი ჯანრმთელობის, ხოლო სინოდის წევრები კი უსაფრთხოების გამო მასთან შეხვედრაზე უარს აცხადებენ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ის მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული.