ახალი ამბები მთავარი სამართალი

დეკანოზი გიორგი მამალაძე მატროსოვის ცეხეში გადაიყვანეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის გულის ცენტრიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.

როგორც ჟურნალისტებს ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ზაზა ლაზარაშვილმა განუცხადა, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის სტაციონარულ მკურნალობას აღარ საჭიროებს.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე გონების დაკარგვით ჩაფიძის კლინიკაში 6 დღის წინ დააწვინეს.

მამა გიორგის ინტერესების დამცველის თქმით, მამა გიორგი დაარღვევს დუმილს და ჩვენებას მისცემს.

„ჩვენ შესაბამისად, მივმართავთ შესაბამის ორგანოებს. უკვე სრულყოფილად დაიწყება მისი დაკითხვა. წაყენებულ ბრალდებას, რაც აქვს მამა გიორგის, იგი უდანაშულოდ ცნობს თავს. თუ მივა პროკურატურა იმ დასკვნამდე რომ აქ აღარ არსებობს დანაშული და კანონის შესაბამისობაში მოიყვანს ფაქტობრივ გარემოებებს, აქედან გამომდინარე, საქმის მსვლელობას, უნდობლობა ვეღარ იქნება. თუ შესაწყვეტია, უნდა შეწყდეს ეს საქმე“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რომელ საათზე მოხდება გიორგი მამალაძის დაკითხვა. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, მამა გიორგის ჩვენების მიცემამდე პატრიარქთან გასაუბრება უნდა, რადგან სურს პირველად მას გაუზიაროს დეტალები, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ პატრიარქი ჯანრმთელობის, ხოლო სინოდის წევრები კი უსაფრთხოების გამო მასთან შეხვედრაზე უარს აცხადებენ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ის მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული.

იტვირთბა....