ახალი ამბები კრიმინალი მთავარი სამართალი

„მეტრონომი“ ექიმს დაუკავშირდა: „გურამ ჯაშს ოპერაცია თავის ტვინზე ჩაუტარდა“

„მსახიობ გურამ ჯაშს ოპერაცია თავის ტვინზე ჩაუტარდა, მას ქალა ტვინის ტრავმა აღენიშნებოდა“- ამის შესახებ „მეტრონომს“ ინგოროყვას სახელობის კლინიკის ექიმმა კოტე მუმლაძემ განუცხადა.

„ოპერაცია თავის ტვინზე ჩაუტარდა, იყო ქალა ტვინის ტრავმა, აღენიშნებოდა შუბლ-საფეთქლის ძვლის მოტეხილობა, ჩაუტარდა ჰემატომის ევაკუაცია. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია“- განუცხადა „მეტრონომს“ გურამ ჯაშის ექიმმა.

მისი თქმით, მსახობს ორ-სამ დღეში პალატაში გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, მსახიობი გურამ ჯაში გუშინ დააყაჩაღეს. ამის შესახებ ინფორმაცია მსახიობმა გია როინივილმა განაცხადა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ჯაშს ოპერაცია ჩაუტარდა.

„გუშინ გვიან ღამით დააყაჩაღეს, გაძარცვეს… ტრეპანაცია დაჭირდა. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ჩემს გურამს! ყვავის კრიმინალი!” – წერს როინიშვილი და აღნიშნავს, რომ ჯაში ახლა საავადმყოფოში იმყოფება.

 

იტვირთბა....