მსახიობი გურამ ჯაში დააყაჩაღეს,- აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ მსახიობი გია როინიშვილი წერს.
„გუშინ გვიან ღამით დააყაჩაღეს, გაძარცვეს… ტრეპანაცია დაჭირდა. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ჩემს გურამს! ყვავის კრიმინალი!” – წერს როინიშვილი და აღნიშნავს, რომ ჯაში ახლა საავადმყოფოში იმყოფება.
გურამ ჯაში მარჯანიშვილის თეატრის და “იუმორინას” ცნობილი მსახიობია.
გურამ ჯაში ამ დროისთვის ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.