ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

უცხოეთში მაღაზიის გაქურდვისთვის შესაძლოა იმ ქვეყნიდან დეპორტაცია გაკეთდეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოსცა ახალი, გამკაცრებული წესები არალეგალი იმიგრანტების დეპორტაციისათვის.  შედეგად ქვეყნის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ   წესრიგის დამრღვევი დეპორტირებულების რაოდენობას გაზრდის.

პირველ რიგში ახალი წესები მიმართულია არალეგალი იმიგრანტებისკენ, რომლებიც დანაშაულისთვის იყვნენ გასამართლებულები,  პირები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისათვის საშიშროებას წარმოადგენენ, ასევე ისინი, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოხვდნენ.

ამასთან უსაბუთოდ მყოფ  იმიგრანტებს, რომლებმაც საგზაო წესები დაარღვიეს, ან მაღაზიაში იქურდეს, ხელისუფლება ისევე მოექცევა, როგორც  გაცილებით სერიოზული დანაშაულის ჩამდენ პირებს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების უწყების  დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხელისუფლება პრიორიტეტად ისახვს იმ ადამიანების დიდი ნაწილის დეპორტაციას, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან.

 

იტვირთბა....