ბათუმში, ღამის კლუბ „არენაში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხუთი კი – დაშავდა. შემთხვევა დაახლოებით, ღამის 01:00 საათზე მოხდა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, კლუბში 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები კლინიკებში არიან გადაყვანილი.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი ღამის კლუბში.
როგორც, „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესასახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება-განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.