ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მკურნალობას ჩაფიძის გულის ცენტრში განაგრძობს. დეკანოზი გიორგი მამალაძე გუშინ საღამოს ჩაფიძის გულის ცენტრიდან „ავერსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. დამატებითი გამოკვლევების შემდეგ ის ჩაფიძის კლინიკაში დააბრუნეს.
კარდიოლოგ სოფო უნგიაძის თქმით, მამა გიორგის ჩაუტარდა დამატებითი გამოკვლევები, რაც გულ-მკერდის კომპიუტერულ ტომოგრაფიას და თავის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევას გულისხმობს.
ამჟამად, დეკანოზის მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, დეკანოზი მკვლელობის მომზადების მცდელობაშია ბრალდებული.