ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის ვადები განისაზღვრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად:
- გამოცდებზე ექსტერნად რეგისტრაციის ვადაა 2017 წლის 22 თებერვლიდან 2017 წლის 2 მარტის ჩათვლით.
- გამოცდის ჩატარების ვადაა 2017 წლის 15 მარტიდან 2017 წლის 25 მარტის ჩათვლით.