ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ეროვნული ფორუმის“ წევრი შვილის ცემაში ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსს ადანაშაულებს

„ეროვნული ფორუმის“ წევრის, ავთო დავითაძის შვილი გიორგი დავითაძე სცემეს, ოჯახი მომხდარში ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსს ადანაშაულებს.

მათი განცხადებით, ინციდენტი თავდაპირველად ერთ-ერთ კაფეში მოხდა, თუმცა ამ დროს გიორგი დავითაძე იქ არ იმყოფებოდა. ის მოგვიანებით ვაკე-საბურთალოს პოლიციაში მივიდა, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ მისი მეგობრები იქ ყავდათ გადაყვანილი.

ნაცემი გიორგი დავითაძე კლინიკაშია გადაყვანილი.

„მოსულა ვაკე საბურთალოს სამმართველოს უფროსი გალდავა, დაუნახავს, რომ ჩემი შვილი იქ არის. გადაუხვევია ხელი, აუყვანია კაბინეტში, ამის მხილველები არიან იქ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც იდგა, ახლობლები და გულშემატკივრები ჩემი შვილის მეგობრის და დიდხანს რომ არ ჩამოვიდა იქიდან, ბიჭებმა მიმართეს ზომებს და გამოიძახეს სასწრაფოდ ადვოკატი. მოვიდა ადვოკატი და ამ დროს გამოდის ჩემი შვილი ნაცემი, დაბეჟილი, სასტიკად უცემია, პირადად პოლიციის უფროსს გალდავას და რამდენიმე თანამშრომელი ყოფილან იქ,“ – განაცხადა ავთანდილ დავითაძემ.

„მეტრონომი“ შსს-ს დაუკავშორდა, როგორც პრესსამსახურში განვიცხადეს, ისინი კომენტარს მოგვიანებით  გააკეთებენ.

იტვირთბა....