ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

NASA-ს მასშტაბური პრესკონფერენცია: “აღმოჩენები ჩვენი მზის სისტემის მიღმა”

NASA მასშტაბურ პრესკონფერენციას – “აღმოჩენები ჩვენი მზის სისტემის მიღმა” უმასპინძლებს.

NASA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაზე გავრცელდება ძირითადი ინფორმაცია ეგზოპლანეტების, ან იმ პლანეტების შესახებ, რომლებიც ჩვენს მზის სისტემაში არ არის.

ღონისძიება 22 თებერვალს ნიუ-იორკში ჩატარდება. მისი პირდაპირი ტრანსლაცია NASA-ს სატელევიზიო სადგურისა და ვებ-გვერდის მეშვეობით განხორციელდება. პრესკონფერენციას მთელი მსოფლიოდან ჩასული ასტრონომები და პლანეტარული მეცნიერები დაესწრებიან.

NASA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზოგადოებას ლაივში შეკითხვების დასმის საშულება ჰეშთაგ #AskNasa -ს მეშვეობით ექნება.

ცნობისთვის, ეგზოპლანეტა (ექსტრასოლარული (მზის გარეთა) პლანეტა) არის პლანეტა, რომელიც მოძრაობს არა მზის, არამედ სხვა ვარსკვლავის, ვარსკვლავური ნარჩენის ან ყავისფერი ჯუჯის გარშემო. წინა წელს ნასა-მ მზის სისტემის გარეთ 1 284 ახალი, ეგზოპლანეტა აღმოაჩინა.

„შევიტყვეთ, რომ სამყაროში სავარაუდოდ, უფრო მეტი პლანეტაა, ვიდრე ვარსკლავი”, – განმარტა ნასა-ს ასტროფიზიკური განყოფილების დირექტორმა პოლ ჰერციმ.

წინა წელს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 1 284 აღმოჩენილი პლანეტიდან დაახლოებით 550-ს ისეთივე მყარი ზედაპირი აქვს, როგორც დედამიწას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 9 მათგანი ე.წ. “სიცოცხლის ზონაში” მდებარეობს, ანუ ამ პლანეტებზე შესაძლოა, წყალი არსებობდეს.

ჯამში, მეცნიერებისთვის ჩვენი გალაქტიკის გარეთ არსებული 3 264 პლანეტაა ცნობილი. ახალი აღმოჩენის შემდეგ, იმ პლანეტების რაოდენობა, სადაც სიცოცხლის ნიშნების არსებობის პოტენციური ალბათობა არსებობს, 21-მდე გაიზარდა.
1-kepler452b2

იტვირთბა....