ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქუთაისში 15 წლის დაკარგულ გოგოს ეძებენ: „მეტრონომი“ მშობლებს დაუკავშირდა

ქუთაისში 15 წლის მარი გოლეთიანს ეძებენ. როგორც გოგონას დედამ, ნანული მეგრელმა „მეტრონომს“ უთხრა, გოგონა სახლიდან 2016 წლის 8 ნოემბერს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

„მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, რომ „შექმინილია სამძებრო საქმე და ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ეს გოგონა სახლიდან წავიდა. ჩვენ წინა წელს გვქონდა შემთხვევა და დავაბრუნეთ სახლში“.

გოგონას დედამ კი „მეტრონომს“ განუცხადა, რომ მანამდე, როდესაც გოგონა სახლიდან გავიდა, მან თავად დააბრუნა. ეს პერიოდი კი 3-4 დღეს არ აღემატებოდა.

ნანული მეგრელის განცხადებით,  მათ რამდენჯერმე მიმართეს შესაბამის ორგანოებს შვილის მოძებნაში დასახმარებლად, მაგრამ უშედეგოდ.

„თუ თავისუფლებაა, რომ 15 წლის ბავშვმა თავის ნებაზე იაროს, ახლა რატომ ეძებთ, როცა მივმართე შესაბამის ორგანოებს, თავისუფლება მისცეს“- აღნიშნა „მეტრონომთან“ დაკარგული გოგონას დედამ.

იქიდან გამომდინარე, რომ დაკარგული გოგონა არასრულწლოვანია, „მეტრონომი“ ჟურნალისტური ეთიკის დაცვის მიზნით, მშობლების თანხმობით აქვეყნებს გოგონას ფოტოს, სახელს და გვარს.

ოჯახი საზოგადოებას მუწოდებს თუ რაიმე ინფორმაცია აქვთ დაკარგული გოგონას შესახებ აცნობონ  მათ ნომერზე: 595 292913.

 

იტვირთბა....