ახალი ამბები მთავარი სამართალი

„დედა-შვილის ცხედრები წყლით სავსე აბაზანაში იპოვეს“

ფოთში ცხრა აპრილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გარდაცვლილი დედა-შვილი იპოვეს, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ცხედრებს წყლით სავსე აბაზანაში მიაგნეს.  თვითმხილველთა ინფორმაციით, დილით მისულ მომვლელს კარი არავინ გაუღო, რის შესახებაც მან მეზობლებსა და სამართალდამცავებს შეატყობინა.

„მეტრონომს“ აღნიშნული ფაქტი შსს-ში დაუდასტურეს. როგორც პრესსამსახურში განგვიცხადეს, პოლიცია ამ წუთებში შემთხვევის ადგილზეა. დამატებითი ინფორმაცია უახლოეს დროში გახდება ცნობილი.

„მეტრონომი“ უახლოეს დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

იტვირთბა....