საკვირაო გადაცემა “იმედის დრომ” სპეციალური რეპორტაჟი მიუძღვნა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ბიოგრაფიას.
“იმედის დრო” მეუფეების – იაკობის, დიმიტრი შიოლაშვილის, პეტრე ცაავას და თეოდორე ჭუაძის საქმიანობის იმ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლითაც საზოგადოებას თავი დაამახსოვრეს.
“მეუფე იაკობის საერისკაცო ცხოვრება იდუმალია. საეკლესიო ცხოვრების საწყისი 2003 წლიდან იწყება, როცა ბერად აღიკვეცა.
მეუფე პეტრე ცაავა-სასულიერო ცხოვრების დაწყებამდე მას პოლიტიკოსობის სურვილი და არჩევნებში მონაწილეობის მცდელობაც ჰქონდა. “-ნათქვამია სიუჟეტში.