სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ორივე ბრალდებული რუსთავში იმ დროს დააკავეს, როდესაც ავტომანქანით კონსტიტუციის ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ.
პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 4 საბრძოლო ვაზნით ამოიღო. მათივე განცხადებით, ავტომანქანის ჩხრეკისას გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 ვაზნა, ნიღბები და ხელთათმანები ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობ