ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დღეიდან ირაკლი შოთაძის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება

დღეიდან საპარლამენტო უმცირესობა მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ისინი აპირებენ საპროკურორო საბჭოში საკუთარი კვოტის გამოყენებას, რომ მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნა დააყენოს.
შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
მთავარი პროკურორი შეიძლება თანამდებობიდან ვადამდე იმ შემთხვევაშიც გათავისუფლდეს, თუ საპროკურორო საბჭოს მიერ საქმის განხილვის შედეგად დადასტურდება, რომ მთავარმა პროკურორმა დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური წრეების გარდა, შოთაძის გადაყენების საკითხის დღის წესრიგშო დაყენებას სასულიერო პირებიც ითხოვენ.

“თუ მამა გიორგის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი მცდარია, აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის პროკურორი, რომელმაც ასეთი ბრალდება წაუყენა, – ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.
”ჩვენ ამ ეტაპზე პროკურატურის გამოძიებას ვენდობით. გამოძიება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და ბოლომდე ითქვას ყველაფერი. ძალიან ბევრი კითხვაა დასმული. მე ვფიქრობ იმასაც, რომ თუ ეს ყველაფერი მცდარია, მაშინ მამა გიორგი, რომელსაც ასეთი ბრალი დაედო – მკვლელობის მცდელობა, არ აქვს მნიშვნელობა ეს მკვლელობა პატრიარქის მიმართ იქნება განხორციელებული თუ ნებისმიერი ერისკაცის მიმართ, უკვე უმძიმესი ბრალია საულიერო პირის მიმართ. თუ ეს ყველაფერი მცდარია და ასე არ არის, აუცილებლად უნდა გაეცეს ყველაფერს პასუხი და დაისაჯოს ის პროკურორი, რომელმაც ასეთი ბრალდება წაუყენა მამა გიორგის. ეს ასე არ უნდა დარჩეს”, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
შეგახსენებთ, შოთაძის გადაყენების მოთხოვნა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით, მის მიერ საგანგებო ბრიფინზე გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.

იტვირთბა....