” რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი წევრი დავით ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდება „ჯი-დი-ესის“ თანამშრომლების მიერ არანაკლები პრობლემაა, ვიდრე „რუსთავი 2“-ის სასამართლო დავა. ბერძენიშვილმა ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქციაზე ისაუბრა, სადაც ის ტელეკომპანიას სოლიდარობას უცხადებდა.
„საზოგადოებრივ მაუწყებელს ძალიან დიდი პრობლემა აქვს. ის ხელში „ჯი-დი-ესის“ თანამშრომლებმა ჩაიგდეს. ეს არანაკლები პრობლემაა, ვიდრე „რუსთავი 2“-ის სასამართლო დავა. ამიტომ დღეს აქედან საზოგადოებრივი მაუწყებლის თავისუფლებასაც ვიცავ.
მართალია საქართველოში ელექტრონული მედიასაშუალებები, ტელევიზიები არსებობს, სადაც ზოგს დიდი გამოცდილება აქვს ხელისუფლებასთან გამკლავების, როგორც „რუსთავი 2“-ს, მაგრამ მთავარია ის, რომ ყველა მედიასაშუალება დასაცავია“, – განაცხადა ბერძენიშვილმა