ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ირაკლი ალასანია საქმიანობას ვაშინგტონში გააგრძელებს

„თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობის შემდეგ, პარტიის ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის საქმიანობას ვაშინგტონში, ბიზნესის სფეროში განაგრძობს. მისი თქმით, ის პარტიის რიგით წევრად რჩება. ხოლო  პარტიამ დღეს თავმჯდომარედ ღირსეული, ვაჟკაცი და კომპეტენტური ადამიანი აირჩია.

„ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში  შალვა შავგულიძე პარტიასთან ერთად ყოველთვის სწორ პოზიციას იკავებდა. ის პარტიას შემდგომ არჩევნებში გაუძღვება. დარწმუნებული ვარ, მართლაც მოვა დრო, როცა პარლამენტი გახდება მრავალპარტიული, შევცვლით საარჩევნო სისტემას და ქვეყანაში საპარლამენტო მრავალპარტიულობას დავაბრუნებთ”, – განაცხადა ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

იტვირთბა....