პარლამენტის შენობასთან სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის აქცია დასრულდა. ტელეკომპანიის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე მოსულ ადამიანებს არხის ხელმძღვანელებმა და ჟურნალისტებმა მიმართეს. მათ შეკრებილებს მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ “რუსთავი 2”-ის გადასარჩენად ბრძოლა კვლავ გრძელდება.
საპროტესტო აქციაში სამოქალაქო სექტორთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-ის წილებთან დაკავშირებით სასამართლებრივი დავა მიმდინარეობს. დღეს ტელეკომპანიამ 18 თებერვალს პროტესტის ნიშნად დროებით შეწყვეტილი მაუწყებლობა განაახლა.