პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხლაძე ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილი ყოველთვის აქტიურ თანადგომას უცხადებდა მედიასაშუალებებს, ბუნებრივია მათ შორის უპირველეს ყოვლისა ”რუსთავი 2”-ს.
“საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის აქტიურ თანადგომას უცხადებდა მედიასაშაულებებს, ბუნებრივია მათ შორის უპირველეს ყოვლისა ”რუსთავი 2”-ს, რადგან ის არაერთხელ იყო გარკვეული საფრთხის ქვეშ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში”, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან იმედი გამითქვა, რომ “რუსთავი2-თან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდება ისე, რომ არ დაზარალდეს ტელეკომპანია, არ დაზრალდნენ ჟურნალისტები და მათ თავისუფლად მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდეთ, არ დაზრალდეს მაყურებელი, რომელსაც უნდა ჰქონდეს არჩევანი სხვადასხვა ტიპის ტელევიზიებს შორის, სხვადასხვა ტიპის გადაცემებს შორის და ჰქონდეს ინფორმაციის თავისუფლად მიღების შესაძლებლობა.