ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აქცია ”რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად 14 საათზე დაიწყება

რუსთავი2-ის თანამშრომლები სიტყვის თავისუფლების დასაცავად დღეს პარლამენტის შენობასთან სამის ნახევარზე შეიკრიბებიან. ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციას სამოქალაქო სექტორის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი შეუერთდება.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლების ზეწოლით უზენაესი სასამართლო აპირებს ტელეკომპანია ”რუსთავი 2” – ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანოს.

შეგახსენებთ, რომ პროტესტის ნიშნად,”რუსთავი 2”-ი  საპროტესტო მაუწყებლობაზე 18 თებერვლიდან გადავიდა, ტელეკომპანია ”მარაოს”,  “კომედი არხის” და ”რუსთავი 2”-ის ვებგვერდი გათიშულია.  აქცია დღეს 14.30 საათზე გაიმართება.

იტვირთბა....