დღეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე, საავტომობილო გზის ნაწილი 14:00 საათიდან გადაიკეტება და ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
ამის მიზეზი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციაა.
“რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია დღეს 14:30 საათზე დაიწყება.