სახალხო დამცველის აზრით, დეკანოზ მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, ცალ კარში თამაში მიმდინარეობს. მისი თქმით, როდესაც დაცვის მხარეს არ აქვს უფლება, გაამჟღავნოს გარკვეული დეტალები და თავი დაიცვას, პროკურატურა უპირატეს მდგომარეობაშია. ომბუდსმენის თქმით, ყველა დეტალი, რაც მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ვსწავლობთ აღნიშნულ საქმეს. პრობლემები არის დასაწყისიდანვე, როდესაც, რეალურად, ცალ კარში თამაში მიმდინარეობს, როდესაც დაცვას არ აქვს უფლება, გარკვეული დეტალები გაამჟღავნოს და დაიცვას თავი, დაიცვას ბრალდებული. მაშინ როდესაც, სხვა ყველა მხარეს ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნების უფლება აქვს“ – განაცხადა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებითა 10 თებერვალს თბილისის აეროპორტში დააკავეს.