ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ექიმი დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

ჩაფიძის გულის ცენტრის სამედიცინო დირექტორი ზაზა ლაზარაშვილი დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებთან პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და ის კონტაქტზე გამოდის. ექიმის ინფორემაციით მამალაძე საავადმყოფოში გონების დაკარგვის დიაგნოზით შეიყვანეს.

როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მსგავსი რამ რამდენჯერმე შემთხვევია და ეს პირველი შემთხვევა არ არის.

ექიმის თქმით, პაციენტზე დაკვირვება დინამიკაში მიმდინარეობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემდეგი ინფორმაცია 18 თებერვალს, დღის 12:00 საათზე გავრცელდება.

ლაზარიაშვილი ამბობს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბლურია და ის კონტაქტურია, ასევე მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი ე.წ. მატროსოვის ციხიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორემაციით მას გულის შეტევა ჰქონდა, თუმცა მედიკოსები ჯერ ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული. პროკურატურის ცნობით, დეკანოზი ერთ-ერთი პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა ის. დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და დუმილის უფლებას იტოვებს.

იტვირთბა....