ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”

დეკანოზ გიორგი მამალაძის  ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჩაფიძის კლინიკიდან გამოსულმა მისმა ადვოკატმა,  გიორგი ფანცულაიამ განუცხადა. მისი თქმით, მას საგანგაშო არაფერი ჭირს.

ადვოკატის ინფორმაციით, რამდენიმე დღეა, რაც დეკანოზს მაღალი წნევა და მომატებული ტემპერატურა აწუხებს, ამიტომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

დღეს პაციენტს პირველადი დათვალიერება ჩაუტარდა, ხოლო, დილიდან, ინტენსიური გამოკვლევები ჩაუტარდება. ადვოკატმა და კლინიკაში მისულმა დეკანოზის ახლობლებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს მედიასთან კლინიკის დირექტორი გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი ე.წ. მატროსოვის ციხიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს, გავრცელებული ინფორმაციით, მას გულის შეტევა ჰქონდა.

 

იტვირთბა....