ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გადადგეს ირაკლი შოთაძე”: “ევროპული საქართველო” ბრძოლის დაწყებას აანონსებს

მოძრაობა “ევროპულმა საქართველომ” სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაყენება მოითხოვა. მათი თქმით, სწორედ მთავარი პროკურორის განცხადებამ გამოიწვია განცხადებების კასკადი, რამაც დაზაფრა საზოგადოება:

“ვაყენებთ მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის. ჩვენ ვიხილეთ უტიფარი განცხადებები ჩვენი ხელისუფლების, რომ მათ ყველაფერი სწორად თქვეს და ეს იყო ჩვენი მოსახლეობის ბრალი, რომ თურმე ვერ გაიგეს რაზე ესაუბრებოდა ხელისუფლება. ვიხილეთ ხელისუფლება, რომელმაც კიდევ იქით ჭკუა დაარიგა მოსახლეობას. დღეს დღის განმავლობაში იკვეთება ბევრი კითხვის ნიშნები, მოვისმინეთ უწმინდესის განცხადება და მოვისმინეთ წმინდა სინოდის წევრების განცხადებები. ჩნდება ბევრი კითხვის ნიშანი, თუ რას ემსახურებოდა სასულიერო პირის დაკავება. ამ სიტუაციაში უმაღლესი რანგის პირებმა აუცილებლად უნდა აგონ პასუხი თუ დღეს არ დადგა პასუხისგების საკითხი, ჩათვალეთ, რომ ჩვენ აღარ ვცხოვრობთ სახელმწიფოში,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, “ევროპული საქართველო” ორშაბათიდან სამართლებრივ ბრძოლას იწყებს.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულია დეკანოზი მამალაძე, რომელიც, პროკურატურის ინფორმაციით, ციანიდით მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოკვლას აპირებდა.

მოგვიანებით, “რუსთავი 2”-მა გაავრცელა მამალაძის წერილი, სადაც ის ამბობს, რომ  საპატრიარქოში ქონების განკარგვა სწორად არ ხდება.

“რუსთავი 2”-ის ეთერშივე, მეუფე პეტრე ცაავამ და მორჩილმა სიდონიამ განაცხადეს, რომ მამალაძის წერილი სიმართლეს ასახავს.

“რესპუბლიკურმა პარტიამ” კი საპატრიარქოს დაფინანსების გადახედვა მოითხოვა.

პატრიარქმა ბერლინიდან მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ დეკანოზ მამალაძის ირგვლივ შექმნილია  უცნაური სიტუაცია და მასზე კარგის მეტი არაფერი მოუსმენია.

იტვირთბა....