„ახალი საქართველოს“, ლიდერი ლევან ხაბეიშვილი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 2016 წელს გაცემულ პრემია-დანამატებზე ინფორმაციას ასაჯაროვებს, რომელმაც ჯამში 744 175 ლარი შეადგინა. პრემია 668 757 ლარი, ხოლო დანამატი 75 600 ლარი.
კვლევის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს, 2016 წელს პრემიის სახით მიღებული აქვს 105 000 ლარი, ამ ხუთი წევრიდან, ყველაზე მეტი პრემიის სახით ქალბატონმა ევა გოცირიძემ მიიღო, რომლის პრემიამ ივლისის თვეში, 5000 ლარი შეადგინა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ყოველ კვარტალში ღებულობენ 5000 ლარის პრემიას, რაც შეეხება დანამატს, მას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები იღებენ და წლის განმავლობაში ამ თანხამ, 75 600 ლარი შეადგინა.
„არავინ ვიცით, რისთვის და რა საქმიანობისთვის იღებენ ისინი პრემიებს და დანამატებს, იმ საბჭოს წევრები , რომელი საბჭოს სასიკეთო საქმიანობის შესახებ ცნობილი არაფერია. არ გამოვრიცხავთ საქმე გვქონდეს პოლიტიკურ კორუფიციასთან, რომელიც გულისხმობს მოსამართლე თუ არამოსამართლე წევრების მოსყიდვას, ასევე კოლოსალურად დიდია პრემია, რომელიც შტატიან თანამშრომლებზე გაიცა, 2016 წლის განმავლობაში, ჯამში 563 575 ლარი. საჯარო ინფორმაციაში მითითებული არ არის 563 575 ლარის პრემია ჯამში, რამდენმა თანამშრომელმა მიიღო და ასევე უცნობია გადანაწილების პრინციპი და ოდენობა…” – ხაბეიშვილი ამბობს, რომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის დროს, მან უწყებისგან დეტალური ინფორმაციის მოწოდებას ითხოვდა.
“საინტერესოა , 563 575 ლარის პრემია, რომელიც დეტალურად არ მოგვცეს, ( ჩაშლილად )
როგორ და ვისზე გადანაწილდა .
ასევე საინტერესოა, პრემიას 5000 ლარის ოდენობით რის გამო ღებულობენ ? რა დამსახურებისთვის ?”-წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
“მეტრონომი” შეეცადა იუსტიციის საბჭოსთან ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა ამ ეტაპზე უწყებასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.