საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაკითხვასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ახვლედიანი დღეს, 13:00 საათზე დაიკითხება.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერი უწყვეტი და ავთენტურია. ახვლედიანსა და გვარამიას შორის საუბრის ფარული ჩანაწერი 2016 წლის ოქტომბერს 3 ოქტომბერს გავრცელდა.
ნიკა გვარამიას განცხადებით, რომელიც ასევე გამოიკითხა, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვერსია , აღნიშნული საუბრის ჩანაწერის დამონტაჟებული ვერსიაა და სინამდვილეში სამი პირი იღებს მონაწილეობას.