ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გარანტია არ იყო, რომ პატრიარქის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრებოდა”

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, არავითარი გარანტია არ იყო იმისა, რომ პატრიარქის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრებოდა. ამიტომაც მისი უსაფრთხოების გაძლიერება აუცილებელი იყო.

როგორც ანზორ ჩუბინიძემ ”რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა, მამა გიორგი მამალაძის მომწამვლელი ნივთიერებით დაკავება, სახელმწიფო დაცვისთვის ერთგვარი სიგნალი იყო და მისი ბერლინში ჩასვლა სწორედ რისკების პრევენციის მიზნით მოხდა. ეს იყო პრევენციული ღონისძიება, რომლიც არსებული რისკებიდან გამომდინარე მოხდა.

”თავისთავად ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც აპირებს გერმანიაში გაემგზავროს, დაკავებულია არაკანონიერი, მომწამვლელი საშუალებით, ეს თავისთავად იყო სიგნალი და ჩვენ ვერავითარ რისკს ვერ გავწევდით. ამიტომ ჩვენ ჩავატარეთ პრევენციული ღონისძიებები. ეს იყო სუფთა პრევენციული ღონისძიება, რომ ჩამოვსულიყავი და მაქსიამლურად უსაფრთხო, კომფორტული გარემო შემექმნა”, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის, ნათია სუხიაშვილის განცხადებით, საქმეში, რომელზეც დეკანოზი გიორგი მამალაძეა დაკავებული, პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზე საუბარი არ არის.

„მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე ღიად უპასუხა, რომ ეს არ არის პატრიარქი. ჩვენ ვერაფერში ვერ შემოგვედავება ვერავინ“, – განუცხადეს პროკურატურაში.

იტვირთბა....