გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით 14 თებერვლის საღამოდან 17 თებერვლამდე საქართველოში, უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია თოვლი და უამინდობა. ზოგან ძლიერი თოვა და ნალექია მოსალოდნელი. მაღალმთიან რაიონებში და უღელტეხილებზე ქარბუქი იქნება. ასევე, ზვავსაშიშროების საფრთხე არსებობს და გზებზე ლიპყინული იქნება. დასავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი იქროლებს. ზღვაზე 4–5 ბალიანი შტორმია შესაძლებელი.
იტვირთბა....